Belive

რაგბი ევროპის ჩემპიონატი: ესპანეთმა რუსეთში ბონუსით იმარჯვა

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მატჩი სოჭში, სადაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რუსეთი - ესპანეთი, სადაც გამარჯვებული სტუმართა ნაკრები გახდა. ესპანელებმა სოჭში ბონუს ქულით იმარჯვეს, ანგარიშით 12:31.
EPsXRnaX0AEIWpy
მატჩის პირველი ტაიმის საწყისი წუთები რუსეთის უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველი ლელო სწორედ მათ გაიტანეს. ტაიმის ბოლოს კი ესპანელებმა 2 ლელო დაუდეს და პირველი ტაიმი 7:14 იმარჯვეს. რაც შეეხება მეორე ტაიმს, მეორე ტაიმში ესპანელთა უპირატესობა დიდი იყო რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა. 40 წუთში კი ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს დინამო არენაზე, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტური კი პორტუგალია-ესპანეთის მატჩით დასრულდება.

სხვა სტატიები