Belive

რაგბი ევროპის ჩემპიონატი - ბორჯღალოსნებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
1 თებერვალს რაგბის ევროპის ჩემპიონატი იწყება, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. როგორც Live.ge-ს "დინამო არენას" სალაროში აცნობეს, ჯერჯერობით გაყიდულია ბილეთების 10%. დინამო არენა 55 ათას ადამიანს იტევს, შესაბამისად მატჩამდე 30 საათით ადრე, გაყიდულია მხოლოდ 5 ათასი ბილეთი, რაც საკმაოდ ცოტაა. რაც ამ მატჩს დამატებით ხიბლს სძენს არის ის, რომ ბორჯღალოსნები გამარჯვების შემთხვევაში ანთიმოზ ივერიელის თასს 1 წლით მიისაკუთრებენ, რაც ცარიელი ტრიბუნების წინაშე არ იქნება კარგი სანახავი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე და "დინამო არენას" სალაროებში.

ასევე: იხილეთ ბორჯღალოსნების საბრძოლო რაზმი რუმინეთისთვის.

სხვა სტატიები