Belive

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ვიდეო რეფერი დაემატება

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
სტრატეგიული განვითარების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, 2021 წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ვიდეო რეფერი დაემატება. აღნიშნულ ინფორმაციას, რაგბი ევროპის პრეზიდენტი - ოქტავიან მორარიუ ადასტურებს. ოქტავიან მორარიუმ ვიდეო რეფერის დამატების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის განვითარებისა და დონის ამაღლების პროცესში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა.
"უმნიშვნელოვანეს ტურნირზე (რაგბი ევროპის ჩემპიონატი) ვიდეო რეფერის დამატება, რაგბი ევროპისათვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენდა. VOGO-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2021 წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ვიდეო რეფერი დაემატება. მსაჯთა გადამზადებისა და მოთამაშეთა უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა - ეს ყველაფერი ევროპული რაგბის განვითარების უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს", - აღნიშნა ოქტავიან მორარიუმ.

სხვა სტატიები