Belive

რაგბი ევროპის ჩემპიონატს პირველი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ლიდერობს! (შეჯამება)

5 წლის წინ რაგბი
2 წთ
9 თებერვალს სტარტი აიღო რაგბი ევროპის ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს ნაკრებთან ერთად 5 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: რუმინეთი, ბელგია, გერმანია, რუსეთი, ესპანეთი. პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთს ესტუმრა. მატჩი ქალაქ კლუჟში გაიმართა და "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 9:18 დასრულდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 6:3 მოიგეს, თუმცა ქართველებმა მეორე ტაიმში შეცდომებს უკლეს და 2 ლელოც გაიტანეს. პირველი ლელო ნაკრების ახალწვეულმა - გურამ გოგიჩაშვილმა დადო, თუმცა მისი ლელო არ ჩათვალეს და რუმინელი მორაგბის წესების დარღვევის გამო ეს ლელო ტექნიკურად შეფასდა. მეორე ლელოს ავტორი კი ბექა გორგაძეა, რომელმაც 4 მეტოქე ჩამოიშორა და ულამაზესი ლელო გაიტანა. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, "ბორჯღალოსნების" მგეზავმა - თედო აბჟანდაძემ ჯარიმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში 9:18 დააფიქსირა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამ გამარჯვებით 4 ქულა მოიპოვა და პირველი ადგილით ცხრილის სათავეშია. ძალიან დაძაბული და საინტერესო ბრძოლა შედგა ბელგიაში, კერძოდ კი ბრიუსელში, სადაც ბელგიის ნაკრებმა გერმანიას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 29:22 დაამარცხა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 12:7 გაიმარჯვეს, ხოლო მეორე ტაიმში კი 17:15 და საბოლოოდ ტაბლოზე 29:22 დაფიქსირდა. ბელგიელებმა "ბორჯღალოსნების" მსგავდად აქტივში 4 ქულა ჩაიწერეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ცხრილში მეორე ადგილი დაიკავეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტური ესპანეთში დაიხურა, სადაც ესპანელებმა რუსებს უმასპინძლეს. როგორც წინა 2 მატჩი, ეს მატჩიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი სტუმრების გამარჯვებით 7:14 დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მასპინძლები ბურთს დაეუფლნენ, ძალიან დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. ესპანეთის ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 16:14 დაამარცხა და 4 ქულით რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილზე გადაინაცვლეს. პირველი ტურის შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება:
რაგბი ევროპის ჩემპიონატი

სხვა სტატიები