Belive

რაგბის კავშირი კვლავ უპრეზიდენტოდ | რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. 2021 წლის 10 მარტს, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი - იოსებ ტყემალაძე იღებდა. საარჩევნო ყრილობაზე ტყემალაძემ 42 ხმა მიიღო და რაგბის კავშირის პრეზიდენტად იქნა არჩეული. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პრეზიდენტის და გამგეობის წევრების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა, თუმცა რეესტრისგან უარი მიიღო. უარის მიზეზად რაგბის კავშირის წესდების დარღვევა სახელდება. საჯარო რეესტრის განმარტებით, განმეორებით საარჩევნო ყრილობაზე ზუსტად იგივე საკითხები უნდა განიხილებოდეს, რომლებიც რიგგარეშე საარჩევნო ყრილობაზე: "ყრილობაზე დამტკიცებული წესდების ახალი რედაქცია ვერ იქნება მიჩნეული მოქმედი კანონმდებლობისა და რეგისტრირებული წესდების მოთხოვნათა დაცვით მიღებულ დოკუმენტად, რამდენადაც წესდების ცვლილება წარმოადგენს იმ საკითხს, რაც დღის წესრიგში არ შედიოდა და რისი განხილვის უფლებაც კრებას არ ჰქონდა", - აღნიშნულია საჯარო რეესტრის განცხადებაში. საჯარო რეესტრის სრული განცხადება 

სხვა სტატიები