Belive

რაგბის კავშირის განცხადება | კლუბებში შავი ლომის მოთამაშეების რეგისტრაცია

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებულ კაცთა ლიგის შეჯიბრებებში მონაწილე კლუბების (გუნდების) საყურადღებოდ! საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებული კაცთა ლიგების შეჯიბრებებში მონაწილე კლუბებს (გუნდებს) უფლება აქვთ  ფრენჩაიზის "შავი ლომი"-ს წევრი მორაგბეები დაარეგისტრირონ 2021-2022 წლის საშეჯიბრო განაცხადში. კლუბს (გუნდს) უფლება აქვს დაარეგისტრიროს ფრენჩაიზის "შავი ლომი"-ს არაუმეტეს 4 მორაგბე. "შავი ლომი"-ს წევრი მორაგბეების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ზაფხულის სატრანსფერო პერიდოში (არაუგვიანეს 2021 წლის 16 აგვისტოსი). რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით, საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტში  კლუბის (გუნდის) და მორაგბის ერთობლივი განცხადების წარდგენით. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები