Belive

რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სოსო ტყემალაძე იბრძოლებს

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
იმ შემთხვევაში, თუ 22 თებერვლამდე საჯარო რეესტრი ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაციაში არ გაატარებს - საქართველოს რაგბის კავშირში საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 24 თებერვალს გაიმართება. Live.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სოსო ტყემალაძე იბრძოლებს. სოსო ტყემელაძე წარმატებული და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენია - ვრცელდება ინფორმაცია, რომ აბასთუმნისა და წყალტუბოს სარეაბილიტაციო პროექტები, სწორედ ტყემალაძეს აქვს ჩაბარებული. ამ წუთისათვის ტყემელაძე პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა, თუმცა სარეგისტრაციო განაცხადების მიღება 23 თებერვლამდეა შესაძლებელი. შეგახსენებთ, 2020 წლის 30 დეკემბერს გამართულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, თუმცა საჯარო რეესტრმა მისი რეგისტრაცია შეაჩერა.

სხვა სტატიები