Belive

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ზედიზედ მეორედ გადაიდო

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო. ამის მიზეზი საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე კვორუმის არარსებობა გახდა. როდის გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები, ჯერჯერობით უცნობია. რაგბის კავშირის პრეზიდენტს 4 წლის ვადით ხმის მიცემის უფლების მქონე 42 სუბიექტი აირჩევს. დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ მოქმედი პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად კლუბების ხელოვნურად შექმნაში დაადანაშაულა.

წყარო: Imedinews.ge

სხვა სტატიები