Belive

რაგბის კავშირში სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში ცოტა ხნის წინ სროლა იყო. ცნობილია, რომ დაჭრილია რაგბის 7-კაცა ნაკრების კაპიტანი, სარაგბო კლუბ "იუნკერების" მორაგბე და რაგბის კავშირის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი - რამაზ ხარაზიშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, თორნიკე გოგებაშვილი ადასტურებს: „რამაზ ხარაზიშვილი ფეხშია დაჭრილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელი თანამშრომლობს პოლიციასთან“, – აღნიშნა გოგებაშვილმა. კითხვაზე, რას მოჰყვა ინციდენტი, თორნიკე გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ მომხდარი სხდომასთან დაკავშირებული არ ყოფილა. მისივე ცნობით, მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
„ეს კაცი მოვიდა შემთხვევით. არანაირი კავშირი არ ჰქონია. სავარაუდოდ ვიღაცასთან რაღაც პირადი დაპირისპირება ჰქონდა და ამ დაპირისპირებას შეესწრო აღნიშნული პირი. დანარჩენი მე თვითონაც არ ვიცი. ჭრილობა მიყენებული აქვს ფეხში და სავარაუდოდ გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი. მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა თორნიკე გოგებაშვილმა.
თორნიკე გოგებაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს თანამშრომლების გამოკითხვა. მისივე ცნობით, ჯერ დაკავებული არავინ არის. წყარო: 1tv

სხვა სტატიები