Belive

რაგბის კლუბი ზუგდიდის 2 მორაგბე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
ზუგდიდში, ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ჭადრის ხეს შეეჯახა. როგორც ზუგდიდის სარაგბო კლუბი სოციალურ ქსელში წერს, ავარიას 2 ზუგდიდელი მორაგბე: იაკობ ოთხოზორია და ლევან მაქაცარია ემსხვერპლა. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სხვა სტატიები