Belive

რაგბის მსოფლიო თასი: 1/2 ფინალური დაპირისპირებები - შემადგენლობები და ურთიერთშეხვედრები

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი დასკვნით ფაზაში შედის. 26 ოქტომბერს, იაპონიაში ნახევარფინალური მატჩები გაიმართება.

ინგლისი Vs. ახალი ზელანდია

პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება იოკოჰამაში, იოკოჰამას საერთაშორისო სტადიონზე, თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება, სადაც ერთამანეთს მსოფლიოს ნომერი პირველი და მეორე ნაკრებები - ახალი ზელანდია და ინგლისი დაუპირისპირდებიან. მატჩის მთავარი მსაჯი კი - ნაიჯელ ოუენსი იქნება. ურთიერთშეხვედრები: მეტოქეები ერთმანეთს საკმაოდ კარგად იცნობენ. მათ ერთმანეთში 41-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 33-ჯერ ზელანდიელებმა, ხოლო 7-ჯერ ინგლისელებმა იმარჯვეს, 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბოლო ურთიერთშეხვედრა: ბოლოს ისინი ერთმანეთს 2018 წლის 10 ნოემბერს შეხვდნენ, სადაც "შავებმა" დაძაბულ ბრძოლაში 15:16 იმარჯვეს.

ინგლისი 15:16 ახალი ზელანდია

 


ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ

ახალი ზელანდიის შემადგენლობა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ


უელსი Vs. სამხრეთ აფრიკა

ნახევარფინალური ეტაპი სწორედ ამ მატჩის დასრულდება და ამ შეხვედრაში გამარჯვებული ფინალის საგზურს მოიპოვებს. უელსისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე აიღებს სტარტს. მატჩი ასევე იოკოჰამაში, იოკოჰამას საერთაშორისო სტადიონზე გაიმართება. მატჩის მთავარი მსაჯი - ჟერომ გარსეზი იქნება. ურთიერთშეხვედრები: მეტოქეები ერთმანეთს საკმაოდ კარგად იცნობენ, მათ ერთმანეთის წინააღმდეგ 35-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 28-ჯერ სამხრეთ აფრიკამ გაიმარჯვა, ხოლო 6-ჯერ უელსმა, 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბოლო ურთიერთშეხვედრა: დღევანდელ მე-3 და მე-4 ადგილოსან ნაკრებებს შორის ბოლო ურთიერთშეხვედრა 2018 წლის 24 ნოემბერს გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკა 20:11 დაამარცხა.

უელსი 20:11 სამხრეთ აფრიკა

 

უელსის ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ

სამხრეთ აფრიკის შემადგენლობა უელსის ნაკრების წინააღმდეგ

 

სხვა სტატიები