Belive

რაგბის მსოფლიო თასი: დიდი ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის (შემადგენლობები)

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
1 ნოემბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე რაგბის მსოფლიო თასის ბოლოსწინა, მესამე ადგილისთვის მატჩი შედგება. ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს უელსის და ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი ტოკიოში, "ტოკიო არენაზე" გაიმართება. მატჩის მთავარი მსაჯი ბრიტანელი - უეინ ბარნსი იქნება. ურთიერთშეხვედრები: ახალი ზელანდიისა და უელსის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ 34-ჯერ აქვთ ნათამაშები, საიდანაც 31-ჯერ გამარჯვება "შავებს" დარჩათ, ხოლო 3-ჯერ "დრაკონებს". ბოლო ურთიერთშეხვედრა: "ოლ ბლექსისა" და "დრაკონების" ბოლო მატჩი 2017 წლის 25 ნოემბერს, კარდიფში, კერძოდ კი "პრინციპალიტი" სტადიონზე შედგა, სადაც ახალ ზელანდიელებმა 18:33 იმარჯვეს.

უელსელების შემადგენლობა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ:

EIGJkrvU0AAQMkj

ახალი ზელანდიის შემადგენლობა უელსის ნაკრებისთვის

სხვა სტატიები