Belive

რაგბის მსოფლიო თასი - ყველა მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია!

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
იოკოჰამაში იაპონია - შოტლანდიის მატჩით დასრულდა 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი, 40 მატჩის შემდეგ (3 გაუქმებული) გაირკვა ის 4 წყვილი ვინც უებ ელისის თასისათვის ბრძოლას გააგრძელებს. მეოთხედფინალები 19-20 ოქტომბერს გაიმართება. 19 რიცხვში ანუ შაბათს ოიტაში ინგლისი ავსტრალიას დაუპირისპირდება, მატჩი ჩვენი დროით 11:15 საათზე დაიწყება. ამავე დღეს ჩვენი დროით 14:15 საათზე ახალი ზელანდია ტოკიოში ირლანდიას შეერკინება. კვირა დღის მეოთხედფინალებს კვლავ ეს ორი არენა უმასპინძლებს. 11:15 საათზე  ოიტაში უელსისა და საფრანგეთის ჯახი შედგება, ხოლო 14:15 საათზე ტოკიოში იაპონია სამხრეთ აფრიკას დაუხვდება.

სხვა სტატიები