Belive

რაგბის მსოფლიო თასი - უელსი უძლიერესი შემადგენლობით დაგვიპირისპირდება

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
ორშაბათს, 23 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში ტოიოტაში უელსს დაუპირისპირდება. უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლანდმა ის შემადგენლობა დაასახელა, ვინც ჩვენთან მატჩს ჩაატარებს.აღსანიშნავია ის რომ უელსი უძლიერესი შემადგენლობით დაგვიპირისპირდება, ძირითადშია თითქმის ყველა ვარსკვლავი, მათ შორის: ჯორჯ ნორთი, გარეთ დევისი, ლაიამ უილიამსი, ალუნ ვინ ჯონსი და კენ ოუენსი. მარქაფიდან დაიწყებენ შეხვედრას ლი ჰალფპენი და როს მორიარტი. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები