Belive

რაგბის მსოფლიო თასის ფინალს ფრანგი რეფერი განსჯის

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
რაგბის მსოფლიო თასის ფინალს, რომელიც 2 ნოემბერს იოკოჰამაში გაიმართება ინგლისსა და სამხრეთ აფრიკას შორის ფრანგი რეფერი ჟერომ გარსეზი განსჯის.  46 წლის გარსეზი პირველი ფრანგია ვისაც აღნიშნული პატივი ერგო. ფრანგი მსაჯი 55 ტესტ-მატჩით ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილად ითვლება, ფინალი მისთვის მე-11 მატჩი იქნება რაგბის მსოფლიო თასზე. გარსეზს კიდებიდან რომან პუატი (საფრანგეთი) და ბენ ო'კიფი (ახალი ზელანდია) დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ბენ სკინი (ახალი ზელანდია) იქნება. მესამე ადგილისთვის მატჩს უელსსა და ახალ ზელანდიას შორის ინგლისელი უეინ ბარნსი განსჯის, რომელსაც სამხრეთ აფრიკელი იაკო პეიპერი და ფრანგი პასკალ გოზერი დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერი სამხრეთ აფრიკელი მარიუს იონკერი იქნება. წინა ფინალების მსაჯები: 1987 - კერი ფიცჯერალდი (ავსტრალია) 1991 - დერეკ ბევანი (უელსი) 1995 - ედ მორისონი (ინგლისი) 1999 - ანდრე უოტსონი (სამხრეთ აფრიკა) 2003 - ანდრე უოტსონი (სამხრეთ აფრიკა) 2007 - ალან როლანი (ირლანდია) 2011 - კრეიგ ჟუბერი (სამხრეთ აფრიკა) 2015 - ნაიჯელ ოუენსი (უელსი)

სხვა სტატიები