Belive

რაგბის მსოფლიო თასის პლეი-ოფები იწყება - გუნდების შემადგენლობები და მატჩის წინათქმა

4 წლის წინ რაგბი
3 წთ
ხვალ, 19 ოქტომბერს, 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი გადამწყვეტ ფაზაში შედის, კერძოდ კი 1/4 ფინალური მატჩები იწყება.

ინგლისი Vs. ავსტრალია (11:15 სთ)

1/4 ფინალურ მატჩს ინგლისი - ავსტრალია გახსნის, რომელიც თბილისის დროით 11:15 საათზე დაიწყება. სუპერ დაპირისპირება ქალაქ ოიტაში, ოიტას სტადიონზე გაიმართება. ინგლისელთა შემადგენლობა ავსტრალიის წინააღმდეგ: 
EHC5iXDVUAA8P9A
ავსტრალიელთა საბრძოლო რაზმი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ: 

ახალი ზელანდია Vs. ირლანდია (14:15 სთ)

ინგლისი - ავსტრალიის 1/4 ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ რამდენიმე წუთში ძალიან საინტერესო და ამ მსოფლიო თასზე ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი აიღებს სტარტს, კერძოდ კი თბილისის დროით 14:15 საათზე "ოლ ბლექსი" ირლანდიას დაუხვდება და 1/2 ფინალური საგზურის მოპოვებას შეეცდება. ორივე ნაკრებმა ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესოა რაგბის სამყაროსთვის, რადგან ზელანდია-ირლანდიის ბოლო 3 მატჩიდან ირლანდიელებმა "შავებს" 2-ჯერ მოუგეს. მატჩი ტოკიოში, ტოკიო არენაზე გაიმართება. ახალი ზელანდიის ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ: 
ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ: 
19 ოქტომბრის დღე მხოლოდ ამ ორი 1/4 ფინალური მატჩით შემოიფარგლება, ხოლო რაც შეეხება შემდეგ 2 მეოთხედფინალურ მატჩს, ისინი 20 ოქტომბერს გაიმართება.

უელსი Vs. საფრანგეთი (11:15 სთ)

ეს მატჩი რაგბის ნეიტრალური გულშემატკივარისთვის საკმაოდ საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს, რადგან ერთმანეთს 6 ერის ორი ბობოლა ერკინება. მიუხედავად იმისა, რომ უელსი 2019 წლის 6 ერის გამარჯვებულია, ფრანგებიც საკმაოდ კარგად გამოიყურებიან და ეს მატჩი მეტად დაძაბული უნდა გამოდგეს. უელსი - საფრანგეთის დაპირისპირება 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 11:15 საათზე დაიწყება. მატჩი ქალაქ ოიტაში, ოიტა არენაზე გაიმართება. გთავაზობთ უელსის ნაკრების შემადგენლობას საფრანგეთის წინააღმდეგ: 
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა უელსელთათვის: 

იაპონია Vs. სამხრეთ აფრიკა (14:15 სთ)

ბოლო 1/4 ფინალური მატჩი ტოკიოში, ტოკიო არენაზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს საოცარ ფორმაში მყოფი იაპონია და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ "საკურები" მასპინძლები არიან, ამ მატჩი ფავორიტის სტატუსს სამხრეთ აფრიკელები ატარებენ. ნეიტრალური გულშემატკივრისთვის საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო მატჩი უნდა გამოდგეს. 2015 წლის მსოფლიო თასზე ყველაზე დიდი სენსაცია იაპონიის ნაკრებმა მოახდინა, როდესაც გაწითლებულ დროზე დაალელოვეს სწორედ მათი მეტოქე - სამხრეთ აფრიკელები. რაც შეეხება მათ ბოლო ურთიერთშეხვედრას, ისინი ბოლოს ერთმანეთს მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 კვირით ადრე დაუპირისპირდნენ, სადაც აფრიკელებმა მასპინძელ იაპონიას შანსი არ დაუტოვეს და ტოკიოში 7:41 დაამარცხეს. გთავაზობთ იაპონელთა შემადგენლობას სამხრეთ აფრიკისთვის: 
სამხრეთ აფრიკელთა რაზმი იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ: 

სხვა სტატიები