Belive

რეზო ბელქანია | "შუღლი უნდა დასრულდეს"

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
ვეტერანი ბორჯღალოსანი რეზო ბელქანია, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს, სოსო ტყემალაძეს დადებითად ახასიათებს და არსებული მდგომარეობიდან საუკეთესო გამასავალს, მის გარშემო გაერთიანებაში ხედავს. "სოსო ტყემალაძეს 20 წელზე მეტია ვიცნობ და რაგბისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია. თამაში რომ დავიწყე, არანაირი სავარჯიშო პირობები არ გვქონდა, ელემენტარულად გზის ფულიც არ იყო. ამ დროს გამოჩნდა კლუბ „ლელოში“ სოსო ტყემალაძე, რომელიც უანგაროდ გვეხმარებოდა, თითოეული მოთამაშის სატკივარი გულთან ახლოს მიქონდა. მას ძალიან ბევრი აქვს რაგბისთვის გაკეთებული და ზუსტად ვიცი, რომ მისი პრეზიდენტობა და მის გარშემო გაერთიანები, არსებული სიტუაციიდან რაგბისთვის საუკეთესოს მომტანი იქნება. მით უმეტეს, ის აპირებს, რომ გამგეობაში ყველა კლუბის წარმომადგენელი შეიყვანოს და მართვის სადავეები სწორედ კლუბების ხელში იქნება." "როგორც ყველა კარგი მოთამაშე კარგი მწვრთნელი ვერ ხდება, ასეა ამ შემთხვევაშიც და მნიშვნელოვანია ამ საკითხს ცივი გონებით მივუდგეთ. ძლიერ მენეჯერს გვერდით რაგბში სახელმოხვეჭილი ადამიანები თუ დაუდგებიან, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, ეს საერთო საქმეს წაადგება და ამგვარი გაერთიანებით საუკეთესო ნაზავს მივიღებთ. შუღლს და დაპირისპირებას კარგი არაფერი მოაქვს. მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი ნაკრები უმნიშვნელოვანესი თამაშებისთვის ემზადება. ასეთი სიტუაცია ნაკრების ბიჭების განწყობაზეც უარყოფითად ისახება და წნეხში არიან, რაც მზადებაზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს. სწორედ ამიტომ, რაც უფრო მალე დასრულდება გაურკვევლობა, მით უფრო მალე დაიწყება მშენებლობა“ - ამბობს ბელქანია, რომელიც ბორჯღალოსნების კვართით 2004-2013 წლებში თამაშობდა."

სხვა სტატიები