Belive

რობ კირნი - დღევანდელი დღის მთავარი ამბავი საქართველოს ნაკრები იყო

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში, ირლანდია საქართველოს დაუპირისპირდა. "ავივაზე" გამართული ბრძოლა "სამყურების" გამარჯვებით, ანგარიშით 23:10 დასრულდა. "ბორჯღალოსნების" ბრწყინვალე თამაში სახელოვან ირლანდიელ მორაგბე - რობ კირნის უყურადღებოდ არ დარჩენია. ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში მოხვეჭილი 95 კეპის მფლობელმა საქართველოს მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ "ბორჯღალოსნები" 6-ერში ასპარეზობას იმსახურებენ. "ვფიქრობ, ირლანდია პირველ ტაიმში კარგად თამაშობდა და საქართველომაც კარგად წარმოაჩინა თავი. მეორე ნახევარში ვნახეთ ირლანდიის ძალიან ცუდი თამაში. საერთო ჯამში, არ მგონია მთავარი მწვრთნელი ენდი ფარელი მოხარული იყოს ამ ყველაფრით. დღევანდელი დღის მთავარი ამბავი საქართველოს ნაკრები იყო – შეეძლოთ თუ არა მათ ამ დონეზე თამაში და იმსახურებენ თუ არა "ექვსი ერის" ქვეყნებთან ერთად ყოფნას? ვფიქრობ, მათ დღეს ეს შეძლეს", -აღნიშნა რობ კირნიმ.

სხვა სტატიები