Belive

რობინსონი: "საქართველოზე წნეხის გაზრდა გვსურდა"

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების პირველ ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა. "დინამო არენაზე" გამართული მატჩი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 41:13 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე, რუმინეთის მორაგბეთა ნაკრების ეროვნულმა მწვრთნელმა, ენდი რობინსონმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და "ბორჯღალოსნების" მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. "მეორე ნახევარში, როდესაც ანგარიში საყაიმო იყო (13:13) ვიფიქრეთ, რომ მეტოქეზე წნეხს გავზრდიდით, თუმცა დასახული ამოცანის შესრულება ვერ შევძელით. გაგვიჭირდა სტატიკაში, დერეფანშიც ვერ ვივაგეთ და საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს." "დეკემბრის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩავატარეთ. 60 წუთის მანძილზე საკმაოდ კარგად ვითამაშეთ მაგრამ თამაშის ბოლოს ძალა გამოგვეცალა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ბიჭებს." რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ფლორიან სურუჯუმ აღნიშნა, რომ რუმინელები მაქსიმალურად ცდილობდნენ თამაშის გეგმას მიყოლოდნენ და მოწინააღმდეგესთან ქულათა სხვაობა მინიმალური ყოფილიყო თუმცა შერკინებაში სუსტმა თამაშმა და დაშვებულმა შეცდომებმა შედეგზე გავლენა მოახდინა.

სხვა სტატიები