Belive

როდესაც ბოლოს რუსეთის ნაკრებთან წავაგეთ ...

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
კვირას, 17 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთში, კერძოდ კი კრასნოდარში, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. "ბორჯღალოსნებმა" წინა ტურში, გერმანიასთან გამარჯვებით რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონობა გაიფორმეს, თუმცა რუსეთთან მატჩი ქართველთათვის ყოველთვის პრინციპული იყო და წელსაც სწორედ ამ დატვირთვით გაიმართება. გთავაზობთ ძალიან სახალისო ინფორმაცია, როდესაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსებთან ბოლო მატჩი წააგეს:
  • სოხუმი არ იყო ოკუპირებული
  • არ არსებობდა ლა-მანშის გვირაბი, ევრო, DVD, email, Wi-Fi, JPEG, MP3 და ინტერნეტის არც ერთი საძიებო სისტემა
  • კურტ კობეინი და პრინცესა დიანა ცოცხლები იყვნენ
  • საუკეთესო პროცესორი იყო პირველი თაობის Pentium, ხოლო უახლესი საოპერაციო სისტემა - Windows 3.11
    • ჩვენი ნაკრების უამრავი მოთამაშე დაბადებული არ იყო
     

სხვა სტატიები