Belive

Rugby Europe ბორჯღალოსნების ამომავალ ვარსკვლავს ვრცელ სტატიას უძღვნის

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის - დავით ნინიაშვილის შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. "გაოცებული და აღტაცებული" ამომავალი ვარსკვლავი - დავითს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში მეტი გამოცდილების მიღება სურს. 2020 წლის 29 ნოემბერს, "შემოდგომის ერთა თასზე" ირლანდიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 18-წლის ამომავალი ვარსკვლავის დებიუტი შედგა. დავით ნინიაშვილმა აიხდინა ოცნება, რომელიც ჯერ კიდევ 8 წლის ასაკიდან ჰქონდა. "ავივაზე" გამართულ მატჩში, დავითი 66-ე წუთიდან ჩაერთო. 1 კვირის შემდეგ, "მარიფილდზე" იგი ფიჯის წინააღმდეგ გამოვიდა მოედანზე და "ბორჯღალოსანთა" რიგებში მეორე კეპი მოიხვეჭა. საერთაშორისო სანაკრებო დონეზე მიღებული გამოცდილების შემდეგ, ნინიაშვილს სანაკრებო მატჩებში მონაწილეობის ხიბლი 2021 წელს კიდევ უფრო მეტად აქვს გამძაფრებული და მორიგ შესაძლებლობას მოუთმენლად ელის.
BCE27B16-82CC-49A6-8359-012554652E0E

"თავდაპირველად საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სავარჯიშო ბანაკს გასული წლის მაისში, 17 წლის ასაკში შევუერთდი. გაოცებული და აღტაცებული ვიყავი." "როდესაც ნაკრებში ჩემი დებიუტი შედგა, ოჯახის წევრები და მეგობრები უზომოდ გახარებულები იყვნენ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათი მოლოდინები გავამართლო და საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინო." "შემოდგომის ერთა თასის" დაწყებამდე და მის შემდეგ, ნაკრებმა ძალიან დიდი დრო გავატარეთ ერთად. ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა სხვა მოთამაშეების მოძრაობების გაგებაში და იმის გააზრებაში, თუ რისი მიღება სურდა გუნდს ჩემგან." "ვიმედოვნებ ეროვნული ნაკრების შეკრებაზე კვლავ გამომიძახებენ და თუ მომეცემა შემდეგ თამაშებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, თავს არ დავზოგავ. "შემოდგომის ერთა თასის" დონის ტურნირში მონაწილეობის მიღებამ, ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა", - აღნიშნა დავით ნინიაშვილმა. სტატიის სრული ვერსიის სანახავად, ეწვიეთ რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდს.  

სხვა სტატიები