rugger.info: “საქართველოსთან შანსი გვექნება”

2.08K
ნახვა

პოპულარული რუსული სარაგბო საიტი rugger.info მოახლოებული რუსეთი – საქართველოს მატჩის წინ, წინასამმატჩო მიმოხილვას აკეთებს:

” წრიული სისტემით ჩატარებული ტურნირის ყველაზე დიდი მინუსი ისაა რომ მისი მოგება ტურნირის დასრულებამდე შეიძლება. “დათვებთან” შეხვედრაში “ლელოები” უკვე ჩემპიონის სტატუსით გამოვლენ რაც მატჩს თავის დაღს აუცილებლად დაასვავს. გარდა ამისა მილტონ ჰეიგმა უკვე მოაწყო ამ ტურნირისგან   მატჩები რომელიც მხოლოდ მოსამზადებელ ხასიათს ატარებს დევიზით “ყველა თამაშობს – ჩვენ ვვარჯიშობთ”. საინტერესოა, კრასნოდარულ შეხვედრაში ის კვლავ ექსპერიმენტებს გეგმავს?  თუმცა თუ სხვა კუთხით შევხედავთ რატომაც არა? რატომ უნდა მოიქცეს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სხვანაირად?

რა თქმა უნდა რუსეთის ნაკრები იბრძოლებს. ორი წინა გამოცდა ჩვენმა ნაკრებმა ვერ ჩააბარა ესპანეთთან და რუმინეთთან (მიუხედავად 4 ლელოსა). და გერმანიის ნაკრებთან კინაღამ ავტომატი “გაეჭედათ”. საბოლოო ჯამში ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოიპოვეს ისე როგორც ჩვენ ველოდით – თუ არ ჩავთვლით ბელგიის ნაკრებთან გამარჯვებას. საბოლოო ჯამში კვირის შეხვედრისგან ყველა გულშემატკივარი გამარჯვებას ითხოვს – რაც ლინ ჯონსის გუნდისთვის მრავალი წლის მანძილზე პირველი იქნება.

ისტორიული თვალსაზრისით ამის შანსი ძალიან მცირეა. “ლელოებმა” და “დათვებმა” სულ 22 მატჩი ჩაატარეს სადანაც მხოლოდ ერთი მოვიგეთ, სულ პირველი 1993 წლის 25 მაისს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ანგარიშით 15:9.  2002 წლის მარტში ფრედ ვითამაშეთ – 12:12. თუ გავითვალისწინებთ სტატისტიკას და იმას რომ ეს მატჩი გასვლითი იყო, ფრე მიღწევად უნდა ჩაითვალოს.

ძალიან ცუდად გამოიყურება შეხვედრების ანგარიშებიც – ბოლოს ერთ გარდასახულ ლელოზე ნაკლები სხვაობით 2008 წელს წავაგეთ.

ასე რომ თუ კვირას მასპინძლები გაიმარჯვებენ – ეს მიღწევათა კატეგორიაში უნდა ჩაითვალოს.

მაგრამ აქვთ შანსი “დათვებს”? დიახ, აქვთ. პირველ რიგში იმიტომ რომ მოწინააღმდეგე უმოტივაციო იქნება. და თუ საქართველომ ეს შეხვედრა საწვრთნელთა კატეგორიაში გაატარა შანსები კიდევ უფრო გაიზრდება. რამდენად? ძალიან მალე ვნახავთ.

საქართველო – რუსეთი მატჩი კვირას 17 მარტს, კიევის დროით 14:00 საათზე, მოსკოვის დროით 15:00 საათზე ხოლო თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.” – ვკითხულობთ rugger.info-ს საიტზე.

(2083)

rugger.info: “საქართველოსთან შანსი გვექნება”

სტატიის ავტორი
-