Belive

რუმინეთი აუტსაიდერ პორტუგალიასთან დამარცხდა

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების მეორე ტურში პორტუგალია რუმინეთს დაუპირისპირდა. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წელს დაბრუნებულმა პორტუგალიამ სენსაცია მოახდინა და საწყის ორ ტურში მეორე გამარჯვება მოიპოვა. პორტუგალია რუმინეთის დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, 22:11 დასრულდა. პირველ ტაიმში, პორტუგალიის ორ გარდასახულ ლელოსა და ჯარიმას რუმინეთმა მხოლოდ 2 ჯარიმით უპასუხა. შესვენებაზე 11 ქულიანი უპირატესობით გასულმა პორტუგალიამ უპირატესობის შენარჩუნება შეძლო. მეორე ტაიმში პორტუგალიისა და რუმინეთის ეროვნულმა ნაკრებებმა თითო-თითო გარდაუსახავი ლელო გაცვალეს. შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 9 თებერვალს ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 15:45 საათზე გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირებისთვის ესპანელები გამალებით მოემზადნენ და უძლიერეს შემადგენლობას მოუყარეს თავი. “ლომებმა” საფრანგეთის საკლუბო ჩემპიონატებში მოასპარეზე ყველა ლეგიონერი იხმეს. ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში კი 22 წლის აკა ტაბუცაძის დებიუტი შედგება.  

სხვა სტატიები