Belive

რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინელი მორაგბე დაიღუპა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში სარაგბო კლუბ "რივნეს" მორაგბე - ვოლოდიმირ სტელმახი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სტელმახი კიევის ოლქში მიმდინარე შეტაკებების დროს დაიღუპა. უკრაინელი მორაგბის დაღუპვა სარაგბო კლუბმა "რივნემ" ოფიციალურად დაადასტურა.
"ჩვენი თანაგუნდელი კიევთან მიმდინარე ბრძოლის დროს დაიღუპა. სიტყვებით შეუძლებელია იმ მწუხარების გადმოცემა, რომელსაც მისი დაკარგვით განვიცდით. ვუსამძიმრებთ მის დედასა და ოჯახს. მშვიდობით განისვენე ვოლოდიმირ", - აღნიშნულია "რივნეს" facebook პოსტში.