Belive

რუსები გვემუქრებიან: "მატჩი ანშლაგით ჩაივლის და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ"

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
ცნობილი რუსული გამოცება tass.ru, რაგბი ევროპის ჩემპიონატის შესახებ წერს, სადაც რუსეთისა და საქართველოს ნაკრებების სარაგბო მატჩს ეხმაურება. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთის ნაკრებს 17 მარტს ესტუმრება. მატჩი კრასნოდარში გაიმართება, სადაც 35 000 ადამიანზე მეტ ადამიანს ელოდებიან. როგორც tass.ru იუწყება, კრასნოდარში მატჩზე დასწრება უფასო იქნება და მატჩი ანშლაგით ჩაივლის. რუსი გულშემატკივრები შემდეგ განცხადებას ავრცელებენ: "რადგან უფასო იქნება მატჩზე დასწრება, თამაში აუცილებლად ანშლაგით ჩაივლის, ჩვენი მთავარი მიზანია მათი (საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების) დამარცხება და ჩვენ, 35 000 ადამიანი მათ ერთად დავამარცხებთ." რაგბი ევროპის ჩემპიონატი ხვალ აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთს ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები