Belive

რუსეთი დამარცხებულია - საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასს აღმართავს

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსი "დათვები" 16:7 დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი აღმართეს. უინტერესო და უქულო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში "ბორჯღალოსნებმა" ანგარიში გახსნეს. ლელოთი თავი ვასკა ლობჟანიძემ გამოიჩინა, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა. რამდენიმე წუთში კი თედო აბჟანდაძემ თავი ჯარიმით გამოიჩინა და 10:0 გახადა. მატჩის 61-ე წუთზე რუსეთის ნაკრებმაც მოახერხა ლელოს დადება. ლელოს ავტორი რუსი მეორე ხაზელი (N5) გახლდათ, რომელიც რუსმა 10-იანმა გარდასახა და ანგარიში 10:7 გახდა. 66 წუთზე კვლავ ჯარიმით გამოიჩინა თავი თედო აბჟანდაძემ და ანგარიში 13:7 გახდა, თუმცა არასრულ ერთ წუთში საქართველოს ნაკრების 15 ნომერი, დავით ნინიაშვილი დაჯარიმდა და თუმცა რუსებმა საკმაოდ ახლო დისტანციიდან ჯარიმა ვერ გაიტანეს. მატჩის 74 წუთზე თედო აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა (16:7). საბოლოოდ მატჩი ქართველთა გამარჯვებით 16:7 დასრულდა და "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი მოიპოვეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშება 23 ქულით და 5/5 გამარჯვებით დაასრულა.

ფოტო: რაგბის კავშირი

სხვა სტატიები