Belive

რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში ორი ქართველი მორაგბე გამოიძახეს

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშებისათვის მოსამზადებელ შეკრებაზე გაემართა. "დათვების" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა - დიკ მურმა, თურქულ შეკრებაზე 26 მორაგბეს უხმო. რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 23 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, შეკრებას თურქეთში გაივლის, რის შემდეგაც რუმინეთში გაემართება და რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას გამართავს. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ნაკრებში გოტოვცევი დაბრუნდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. დიკ მურის რჩეულთა შორის ორი ქართველიც მოხვდა - ნიკოლოზ კაზალიკაშვილი ("სტრელა") და ნიკოლოზ ნარმანია ("კარკასონი") "დათვებთან" ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფებიან. შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშება 5 თებერვალს, ესპანეთისა და ნიდერლანდების დაპირისპირებით აიღებს სტარტს და 20 მარტს, საქართველოსა და ესპანეთის შერკინებით დასრულდება.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კალენდარი

  • 06/02-2022 საქართველო – პორტუგალია
  • 12/02/2022 ესპანეთი – საქართველო
  • 27/02/2022 საქართველო – რუსეთი
  • 12/03/2022 რუმინეთი – საქართველო
  • 20/03/2022 საქართველო – ესპანეთი

სხვა სტატიები