Belive

რუსეთის ნაკრების მწვრთნელი - გვჯეროდა, რომ ქართველების დამარცხებას შევძლებდით

2 წლის წინ რაგბი
2 წთ
რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - დიკ მუირმა სამხრეთ აფრიკულ გამოცემასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ რუსები ქართველების დამარცხებას თბილისში აპირებდნენ. World Rugby-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი და ბელორუსი საერთაშორისო ტურნირებზე ვეღარ იასპარეზებენ. აღნიშნული სანქცია, როგორც სანაკრებო – ასევე საკლუბო დონეზე ვრცელდება. რუსეთის აგრესიულ შეჭრას უკრაინაში, რომელსაც ხელი ბელორუსმაც შეუწყო, World Rugby კიდევ ერთხელ გმობს და სრულიად მსოფლიოს სპორტულ საზოგადოებას უერთდება. მსოფლიო რაგბიმ რუსეთსა და ბელორუსს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. დიკ მუირი და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შეკრებაზე თურქეთში იმყოფებოდა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირებისათვის ემზადებოდა. რუსეთის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა, თურქეთში ჩარჩენილი მუირის ბედი კი ამ დრომდე გაურკვეველია. IOL Sport-თან საუბარში, სამხრეთ აფრიკელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ საკუთარი მომავლის გასარკვევად რუსეთში აპირებს ჩასვლას.
"განადგურებული ვარ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩისთვის ვემზადებოდით. ყველა მორაგბე დამწუხრებულია, თავდაუზოგავად ვშრომობდით და გვჯეროდა, რომ ბოლო 29 წელიწადში პირველად საქართველოს დამარცხება შეგვეძლო", - აღნიშნა დიკ მუირმა.

სხვა სტატიები