რუსეთის რაგბის კავშირმა გადაწყვეტილება მიიღო

1.79K
ნახვა

2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ, ბორჯღალოსნებს რუსეთის ნაკრებთან გასახურებელი მატჩი ჰქონდათ ჩანიშნული. 27 აგვისტოს, “მიხეილ მესხის” სტადიონზე გასამართი მატჩი, რომელშიც საქართველო რუსეთს უნდა დაპირისპირებოდა არ შედგება – რუსეთის მორაგბეთა ნაკრები თბილისში არ ჩამოვა.

“რუსეთის რაგბის კავშირი ღრმა მწუხარებით ადევნებდა თვალს უკანასკნელ პერიოდში საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები და რადიკალურად განწყობილი პირების მოქმედებების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა – ქმნის იმის საშიშროებას, რომ საქართველოში მყოფი პირების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.”

“აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის რაგბის კავშირი იძულებულია გაცნობოთ, რომ საქართველოსთან 27 აგვისტოს მატჩის გამართვა შეუძლებელია”, – აღნიშნულია რუსეთის რაგბის კავშირის განცხადებაში.

(1791)

რუსეთის რაგბის კავშირმა გადაწყვეტილება მიიღო

სტატიის ავტორი
-