Belive

რუსი მორაგბე: "ბევრ ქართველს რაგბი არ უყვარს"

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ტაგირ გაჯიევმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა, სადაც ქართველი ხალხის გულშემატკივრობა აშკარად გააკრიტიკა. "2018 წელს თბილისში ვითამაშე და მსოფლიო ჩემპიონატსაც კი არ მოუცია ამხელა ენერგია და ემოცია. ფანები გისტვენენ, ყვირიან, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაძლევს. მსოფლიო თასზე ბევრი ნეიტრალური ქომაგია, რომელიც ორივე გუნდს უჭერს მხარს, ხოლო თბილისში 50 ათასი კაცი საკუთარ ნაკრებს გულშემატკივრობს. ზოგჯერ ერთმანეთის ხმაც კი არ გვესმის. ყოველთვის მინდა, რომ პოლიტიკა სპორტში არ დავინახო, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში ბევრია ისეთი, რომელსაც რაგბი არ უყვარს. შესაბამისად, სხვა გუნდებთან ამდენ მაყურებელს ვეღარ ვხედავთ," - განაცხადა ტაჯიევმა.

სხვა სტატიები