Belive

რუსი მორაგბე პატიმრების წამებაშია ბრალდებული

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
"კრასნი იარისა" და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი - ოლეგ აზარენკო პატიმრების წამებაშია ბრალდებული. აღსანიშნავია, რომ აზარენკოს წარმატებული სარაგბო კარიერა ჰქონდა, თუმცა 2014 წელს მიღებული მძიმე ტრავმის გამო, პროფესიონალური კარიერის დასრულება მოუხდა. კარიერის დასრულების შემდეგ, აზარენკო ნარკოტიკების მომხმარებელი გახდა და 2014 წელს, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვისა და მოხმარებისთვის დააპატიმრეს. აზარენკომ განმარტა, რომ აკრძალული ნივთიერებების მიღება მწვავე დეპრესიის გამო დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფმა აზარენკომ სამართალდამცავებთან თანამშრომლობა დაიწყო და მათი დავალებით პატიმრებზე ზეწოლას ახდენდა. ყოფილი მორაგბე კრასნოიარსკის ციხის პატიმრებს აიძულებდა სამართალდამცავებთან ეთანამშრომლათ და მათთვის სასარგებლო ჩვენება მიეცათ. ერთ ერთი პატიმრის განცხადებით, აზარენკო საკანში შიშველი შედიოდა და პატიმრებზე სექსუალურად ძალადობდა, რის შემდეგაც მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.