რუსთავის ხარების მორაგბე ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

რუსთავის “ხარების” 23 წლის კვაჭი – ნიკოლოზ კევლიშვილი რუსთავში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.

ეს სამწუხარო ამბავი რუსთავის “ხარების” ოფიციალურმა გვერდმა უკვე დაადასტურა:

რუსთავის ხარების მორაგბე ავტოკატასტროფას ემსხვერპლა 1

inforustavi.ge-ის ცნობით, ავარიის შემდეგ, ნიკა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  თავიდანვე შეფასდა, როგორც კრიტიკულად მძიმე. ახალგაზრდა მორაგბეს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ,  გადარჩენა ვერ მოხერხდა.

Live.ge-ს კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი მორაგბის ოჯახს.

(286)

რუსთავის ხარების მორაგბე ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

სტატიის ავტორი
-