Belive

საბა ილურიძე: "მე მხარი დავუჭირე ჩემს ხალხსა და ქვეყანას და ამის გამო გუნდიდან მომკვეთეს"

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე დღის წინ ქართველმა მორაგბეებმა რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ, რუსეთის ჩემპიონატში გატანილი ლელოს შემდეგ თვალზე ხელი აიფარეს და ამ ჟესტით ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. ამას ცუდი რეაგირება მოყვა რუსეთის რაგბის კავშირში და მათი გადაწყეტილებით ქართველი მორაგბეები კლუბიდან მოკვეთეს. ამ ფაქტზე პირველი კომენტარი საბა ილურიძემ Live.ge-სთან გააკეთა: "მართალია ამ ჟესტის გამო გუნდიდან მომკვეთეს, თუმცა მე ვიტყვი,  ჩემთვის მთავარია, რომ ამ ჟესტით მხარი ქართველ ხალხს დავუჭირე და გვერდში დავუდექი გასულ კვირას მომხდარ მოვლენებზე. შემოთავაზებებს რაც შეეხება, ჯერჯერობით არ ვიცი სად გავაგრძელებ კარიერას, საქართველოში დღეს ჩამოვფრინდები." 

სხვა სტატიები