Belive

საერთაშორისო სწავლების 4-დღიანი კურსი ქუთაისში

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველო, როგორც აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ცენტრი, ტრეინერების, ედუკატორებისა და მწვრთნელების სწავლება-განათლების 4-დღიან საერთაშორისო კურსს უმასპინძლობს.

მსოფლიო რაგბის სწავლება-განათლების სუპერ-კვირას მსოფლიო რაგბის რეგიონული ტრეინინგ-მენეჯერი ევროპაში, დიდი ბრიტანელი ჩარლი ბრაუნი და ირლანდიელი მასტერ-ტრეინერი ენტონი მობიანი წარუძღვებიან. სემინარებს წაიკითხავენ საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების დირექტორი, მსოფლიო რაგბის მასტერ-ტრეინერი ახალ ზელანდიელი რამა ჩანდი და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ჭუმბურიძე.

სემინარი 26-29 იანვარს ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართება. სამი დღის განმავლობაში სწავლების კურსს სამწვრთნელო, სამსაჯო, სამედიცინო და ფიზ. მომზადების მიმართულებით ქართველი და უცხოელი ედუკატორები და ტრეინერები გაივლიან, 29 იანვარს კი უკვე გადამზადებული სპეციალისტები ცოდნას დამწყებ მწვრთნელებს გაუზიარებენ.

მწვრთნელთა მომზადების პირველი დონის ლიცენზირება ასევე ოთხი მიმართულებით ჩატარდება – სამწვრთნელო, სამსაჯო, სამედიცინო და ფიზ-მომზადება. პირველი დონის ლიცენზირების მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული ფორმა.

წყარო: Rugby.ge

სხვა სტატიები