Belive

სამხრეთ აფრიკა 30:32 ახალი ზელანდია

5 წლის წინ რაგბი
4 წთ
6 ოქტომბერს გაიმართა 4 ერის მე-6 ბოლო ტურის მატჩი, სადაც სამხრეთ აფრიკამ ახალ ზელანდიას უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკელებმა ახალ ზელანდიაში გაიმარჯვეს. მასპინძლებმა მატჩი საკმაოდ აგრესიულად დაიწყეს და პირველივე წუთიდან დიდ უპირატესობას ფლობდნენ. მატჩის მე-4 წუთზე ახალ ზელანდიელი მორაგბე დაჯარიმდა, რასაც მასპინძელთა 10-იანის - პოლარდის ჯარიმა მოჰყვა და ანგარიში გაიხსნა (3:0). აფრიკელებმა ზუსტად იგივე ტემში განაგრძეს თამაში, რასაც შავების გუნდში არეულობა მოჰყვა და სტუმრები კვლავ დაჯარიმდნენ. მატჩის 24-ე წუთზე მასპინძელთა 10-იანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და ზელანდიელებთან სხვაობა 6 ქულით გაზარდა (6:0). შავებმა  პირველი ტაიმის მეორე ნახევარში ტემპს ძალიან მოუმატეს, რამაც შედეგი 26-ე წუთზე გამოიღო. მასპინძელთა დაჯარიმების შემდეგ, ბოდენ ბარეტს ფეხი არ აუკანკალდა და საკუთარ გუნდს პირველი ქულები შესძინა (6:3). ახალ ზელანდიელთა გაქვითული პირველი ქულების შემდეგ, მატჩი ძალიან საინტერესოდ და ორმხრივ შეტევებში წარიმართა. მატჩის 36-ე წუთზე ბოდენ ბარეტმა კვლავ უშეცდომოდ შეასრულა ჯარიმა და ანგარიში გაათანაბრა (6:6). ასე დასრულდა პირველი ტაიმი ანგარიშით 6:6. მეორე ტაიმიც, პირველი ტაიმის მსგავსად მასპინძელთა დიდი უპირატესობით დაიწყო, რამაც მეორე ტაიმის მე-3 წუთზე შედეგი გამოიღო. დღევანდელ მატჩში პირველი ლელო დაიდო, რომელიც მასპინძელთა 13-მა ნომერმა ჯერ კრილმა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. პოლარდი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და გარდასახა (13:6). მატჩის 47-ე წუთზე სამხრეთ აფრიკელმა მგეზავმა - პოლარდმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო დამრტყმელია. მან 57,2 მეტრიდან ჯარიმის გატანა მოახერხა და საკუთარი გუნდის სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა (16:6). მასპინძელები გაჩერებას არ აპირებდნენ და "შავებს" ძალიან ჩაგრავდნენ. მატჩის 52-ე წუთზე აფრიკელებმა ახალი ზელანდია მეორედ დაალელოვეს. ამჯერად ლელოს ავტორი 12 ნომერი დამიან დე ალენდრეა. პოლარდმა კვლავ გარდასახა და მასპინძლები 17 ქულით წინ გაიყვანა. მასპიძელთა ლელოდან 30 წამში სტუმრებმა პირველი ლელო დადეს. ლელოს ავტორი 9 ნომერი აარონ სმიტია. რიჩი მუნგამ გარდასახა და სხვაობა 10 ქულამდე შეამცირა (23:13). მატჩის 59 წუთზე მასპინძლებმა რიგით მესამე ლელო დადეს. ლელოს ავტორი 14 ნომერი ჩესლინ კოლბია. პოლარდმა კვლავ გარდასახა (30:13). მასპინძელთა ლელოს ისევ სტუმართა ლელო მოჰყვა, აფრიკის ლელოდან 2 წუთში რინეკო იოანემ საკუთარი ლელოს დადება მაინც მოახერხა, თუმცა რიჩი მუნგამ ვერ გარდასახა (30:18). მატჩის დასრულებამდე ზსტად 5 წუთით ადრე, 75-ე წუთზე სკოტ ბარეტმა მასპინძლები დაალელოვა და საკუთარ გუნდს თამაშის გადარჩენის იმედი ჩაუსახა. რიჩი მუნგამ გარდასახა და სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა (30:25). მატჩის ბოლო წამზე ახალმა ზელანდიამ მეოთხე ლელო დადო და გამარჯვება მოიპოვეს. გამარჯვების ლელო არდი სავეამ დადო და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გარდასახვა რიჩი მუნგამ გაიტანა და საკუთარ გუნდს მოაგებინა (30:32).  

სხვა სტატიები