Belive

სამხრეთ აფრიკის საოცრად ძლიერი მოლი, რომელმაც იაპონია გატეხა (ვიდეო)

4 წლის წინ რაგბი
1 წთ

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის 1/4-ფინალურ დაპირისპირებაში იაპონია სამხრეთ აფრიკას შეერკინა. მიუხედავად იმისა, რომ იაპონელმა მორაგბეებმა პირველ ტაიმში სამხრეთ აფრიკელებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს - საკურები მეორე ტაიმში გატყდნენ და საბოლოოდ მატჩი მათი მარცხით, ანგარიშით 3:26 დასრულდა. იაპონიის გატეხვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უძლიერესი სამხრეთ აფრიკული მოლი გახდა. ერთ-ერთ ეპიზოდში "ბოკემ" საოცრად ძლიერი მოლი ჩამოაყალიბა, რომელმაც 50 მეტრი მოიგო და ფაფ დე კლერკის ლელოთი დაგვირგვინდა.

სხვა სტატიები