Belive

სამოას ნაკრების მწვრთნელი: ,,საქართველოში პირველად გავიმარჯვეთ, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტია''

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

საქართველოსთან მოგებულ მატჩზე სამოას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა ისაუბრეს:

სეილალა მაპუსუა (მთავარი მწვრთნელი): ,,უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ იყო ძალიან მძიმე და რთული მატჩი. საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, ბევრი შეცდომა დავუშვით და ბევრი ჯარიმა მივეცით მეტოქეს, მათ კი ჩვენი შეცდომების შედეგად, თავიანთი თამაშის შექმნა შეძლეს. საბედნიეროდ, ბოლო მომენტში დავბრუნდით მატჩში და გავიმარჯვეთ.

ბევრი სირთულე იყო და გამარჯვებით ბედნიერი ვარ. შეცდომები და ჯარიმები მოდის მას შემდეგ, როდესაც გუნდი წნეხის ქვეშ არის, სწორედ ამან გამოიწვია ჩვენი უხეშობა. გულშემატკივრობამ და მეტოქის აგრესიულმა თამაშმა იმოქმედა, სწორედ ამიტომ ვიყავით ,,უდისციპლინოდ".

საქართველოში პირველად გავიმარჯვეთ, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტია. ვეთამაშეთ ძალიან მაღალი დონის ნაკრებს. ისინი ყოველწლიურად უფრო იზრდებიან და ასეთ გუნდთან გამარჯვება ასეთ შესანიშნავ ატმოსფეროში, განსაკუთრებულია.''

სამოას ნაკრების კაპიტანი: ,,თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და ქულები ავკრიფეთ. მეორე ტაიმში ქართველებმა დაგვჯაბნეს, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენი მატჩის გამარჯვების მიზეზი ჩვენი საოცარი დაცვის დამსახურებაა. ბიჭებმა მთელი გული ჩადეს ამ თამაშში და ბედნიერები ვართ გამარჯვებით.''

ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამოას უმასპინძლა და 19:20 დამარცხდა.

,,ბორჯღალოსნები” მომავალ შეხვედრას 19 ნოემბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები