სამწუხარო ინფორმაცია ბორჯღალოსანთა ბანაკიდან

“ბორჯღალოსანთა” ერთ-ერთი ლიდერი, დავით კაჭარავა ტრავმირებულია. მან ტრავმა შაბათს რუსეთის ჩემპიონატის ფინალში მიიღო, სადაც “ენისეი” “კრასნი იარს” ესტუმრა.

დღემდე უცნობი იყო, დაეხმარებოდა თუ არა დავით კაჭარავა ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ეროვნულ ნაკრებს. რუსული სპორტული გამოცემა Rugger.info ადასტურებს, რომ კაჭარავა ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცს, ახალ ზელანდიელ მილტონ ჰეიგს, დავით კაჭარავას ტრავმაზე კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინც ჩაანაცვლებს მას, თუმცა დიდი ალბათობით დავითს გიორგი კოშაძე ან გიორგი კვესელაძე შეცვლის.

(1050)

სამწუხარო ინფორმაცია ბორჯღალოსანთა ბანაკიდან

სტატიის ავტორი
-