1999 წლის შემდეგ პირველად – ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

რაგბი ევროპის მე-4 ტურის შეხვედრაში ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას შინ 33:28 მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილით გავიდა.

შედეგად, რაგბი ევროპიდან მსოფლიო თასზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები იასპარეზებენ, ხოლო რუმინეთი ნიდერლანდების დამარცხების შემთხვევაში, ოთხგუნდიან ფლეიოფში ითამაშებს, სადაც გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს გაიფორმებს და ჯგუფში ,,ბორჯღალოსნებთან” ერთად მოხვდება.

უკვე ისიც ცნობილია, რომ ესპანეთი B ჯგუფში ირლანდიის, სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის (ერთი ქვეყანა შესარჩევი ეტაპიდან დაემატება) ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ესპანელები მსოფლიო პირველობაზე ისტორიაში მეორედ გავიდნენ – ტურნირში მათი დებიუტი 1999 წელს შედგა, სადაც ჯგუფში ჩატარებული სამივე შეხვედრა დათმეს.


1999 წლის შემდეგ პირველად – ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

სტატიის ავტორი
-