რუმინეთის რაგბის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

177
ნახვა

რუმინეთის რაგბის ეროვნულ ნაკრებს 44 წლის ფრანგი სპეციალისტი, ტომას ლევრემონი გაწვრთნის. იგი რუმინელებთან ერთად 2023 წლამდე იმუშავებს.

ტომას ლევრემონი 2018 წლის თებერვლიდან, რუმინეთის ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, მას ისეთ ცნობილ გუნდებში აქვს გამოცდილება, როგორებიცაა: ფრანგული “ბიარიცი”, საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბი “სტად ფრანსი” და ასევე, იგი საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო.

რუმინელი გულშემატკივრები ამ სპეციალისტზე დიდ იმედებს ამყარებენ.

(177)

რუმინეთის რაგბის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

სტატიის ავტორი
-