თედო აბჟანდაძე: “ერთი სული მაქვს, როდის მოვა ნოემბერი …”

სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ.

8 ერში შესვლის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ბრივის” ათიანმა – თედო აბჟანდაძემ, Live.ge-სთან საუბრისას პირველი კომენტარი გააკეთა.

  • “ძალიან გახარებული ვარ, ემოციებს ვერ ვმალავ, ერთი სული მაქვს როდის მოვა ნოემბერი რომ ასეთ ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ ვითამაშოთ. ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდილება იქნება ირლანდიის, ინგლისისა და უელსის  ნაკრებების წინააღმდეგ თამაში, ასეთ ტესტებს ალბათ ვერც კი ვინატრებდით. 8 ერამდე კი შოტლანდიასთან ტესტ მატჩები გვაქვს და ესეც ერთი-ორად დაგვეხმარება. ამ წელს თუ ცუდი დასაწყისი ჰქონდა, ამ მხრივ დასასრული კარგი ექნება”. – თედო აბჟანდაძე

(1244)

თედო აბჟანდაძე: “ერთი სული მაქვს, როდის მოვა ნოემბერი …”

სტატიის ავტორი
-