Belive

საოცარი ტალანტი - ნინიაშვილი ბრიტანული მედიის რჩეულთა შორის მოხვდა

2 წლის წინ რაგბი
2 წთ
გავლენიანი ბრიტანული მედია საშუალება - The Mirror შემოდგომის ტესტ მატჩების წინ 10 რჩეულ მორაგბეს ასახელებს და გულშემატკივარს მათზე დაკვირვებას ურჩევს. ბრიტანული გამოცემის რჩეულთა შორის, ტიერ 1-ის წარმომადგენლებთან ერთად დავით ნინიაშვილიც მოხვდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "ლიონის" ფულბეკმა ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად არაერთი მაღალი დონის პერფორმანსი შემოგვთავაზა. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ნიდერლანდების წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ, ნინიაშვილმა ტოპ-14-შიც გაიბრწყინა და "ლიონის" გულშემატკივართა გულები მოიგო.

დავით ნინიაშვილი (საქართველო, "ლიონი")

ასაკი: 19 პოზიცია: ფულბეკი
უკანასკნელ წლებში საქართველოში არაერთი იმედისმომცემი და ნიჭიერი ტალანტი გაჩნდა. დავით ნინიაშვილი ამის ნათელი დადასტურებაა და მას შეუძლია საქართველოს სარაგბო პოტენციალის ნათლად წარმოჩენა.  მსოფლიომ 19 წლის მორაგბის პერფორმანსის ხარისხი, ნიდერლანდებთან გამართული მატჩის დროს იხილა, როდესაც ნინიაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. ტოპ 14-ის გულშემატკივრებმა ნინიაშვილის ტალანტი "ლიონში" გადასვლის შემდეგ აღმოაჩინეს. ნინიაშვილი ფიზიკურად ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, მაგრამ პოზიციის შერჩევა, თავდაჯერებულობა და მაღალი ბურთისთვის ბრძოლა საქართველოს საფრანგეთთან (14 ნოემბერი) და ფიჯისთან (2ო ნოემბერი) ძალიან დაეხმარება.
The Mirror-ის ტოპ 10: რაფი ქირკი (ინგლისი, "სეილ შარკსი"), ჯოშ ლორდი (ახალი ზელანდია, "ჩიფსი"), კრისტ ჩიუნზა (უელსი, "ექსეტერ ჩიფსი), ჯორდან პეტაია (ავსტრალია, "ქუინსლენდ რედსი"), დავით ნინიაშვილი (საქართველო, "ლიონი"), რორი დარჯი (შოტლანდია, "გლაზგო უორიორსი"), მატეო კარერასი (არგენტინა, "ნიუკასლი"), ტანი ვილი (საფრანგეთი, "კლერმონი"), ჯანმარკო ლუკეზი (იტალია, "ბენეტონი"), ჯეიმი დობი (შოტლანდია, "გლაზგო უორიორზი").

სხვა სტატიები