Belive

საფრანგეთი Vs. საქართველო | ბორჯღალოსნების მატჩის გამართვის თარიღი ცნობილია

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
ზაფხულის შთამბეჭდავი ტესტ-მატჩების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიას დაუპირისპირდება, კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გავრცელდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, შემოდგომის ტესტ-მატჩებზე, საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს შეერკინება. "ლე ბლესა" და "ბორჯღალოსნების" დაპირისპირება, 14 ნოემბერს, ბორდოში "შარბან დელმასზე" გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას, საფრანგეთის რაგბის კავშირი ადასტურებს.
194378657_3985464741530685_5707916675597798201_n

სხვა სტატიები