Belive

საფრანგეთი Vs. საქართველო | დიდი სარაგბო დაპირისპირების თარიღი ცნობილია

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
ქართული რაგბის გულშემატკივრისთვის მორიგი სასიამოვნო სიახლე გავრცელდა. რამდენიმე კვირის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ზაფხულის ტესტ-მატჩებზე საქართველოს შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ეწვევა. 4 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში საფრანგეთში გაემგზავრება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და შოტლანდიის დაპირისპირება 17 ივლისს გაიმართება. rugger.info-ს მტკიცებით, “ბორჯღალოსნებისა” და “ნარშავების” მატჩი “ბათუმი არენაზე” გაიმართება. ბათუმის სტადიონი ოფიციალურად 2018 წელს გაიხსნა, მისი ტევადობა კი 20.000 გულშემატკივარს შეადგენს. მორიგი სასიამოვნო სიახლე ფრანგული პრესის მეშვეობით გავრცელდა. Midi-Olimpique-სა და RugbyRama-ს მტკიცებით, საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში არგენტინას, საქართველოსა და ახალ ზელანდიას უმასპინძლებს. მატჩები 6, 13 და 20 ნოემბერს გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, "ლე ბლე" "ბორჯღალოსნებს" 13 ნოემბერს, ბორდოში, "შარბან დელმასზე" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები