Belive

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე 48 წლის ასაკში გარდაიცვალა

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
რაგბის სამყარომ დღეს ძალიან სამწუხარო ინფორმაცია შეიტყო - საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი კრისტოფ დომინისი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანგი ვინგერის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ დომინისის სიკვდილი საკმაოდ მოულოდნელი იყო. კრისტოფმა "მამლების" რიგებში ჩატარებულ 67 თამაშში 25 ლელოს დადება მოახერხა. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო 1999 წლის მსოფლიო თასზე, სადაც ფრანგებმა ნახევარფინალში ახალი ზელანდია დაამარცხეს, მათი შეჩერება კი მხოლოდ ავსტრალიამ, ფინალში მოახერხა.
კრისტოფ დომინისის გარდაცვალებას მსოფლიო რაგბის ოფიციალური გვერდიც გამოეხმაურა: "ფრანგული რაგბის ლეგენდა და ყველა დროის საუკეთესო. მშვიდად განისვენე."

სხვა სტატიები