Belive

საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი დააკავეს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

დღეს ბერნარ ლაპორტი კორუფაციაში დამნაშავედ ცნეს. ის საფრანგეთის სასამართლომ ქრთამის აღებასთან დაკავშირებულ ხუთი ბრალდებიდან ოთხში დამნაშავედ ცნო. L'Équipe-ის ცნობით, დააკავეს კიდევ ორი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერში იღებდა მონაწილეობას. საფრანგეთის რაგბის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს 18 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 50 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

საინტერესოა, რომ ბერნარ ლაპორტი აქამდეც იყო შემჩნეული მსგავს საქმიანობაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საფრანგეთში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, გამოკითხულთა 68% სურდა, რომ მას პოსტი დაეტოვებინა.

სხვა სტატიები