Belive

საფრანგეთში მყოფი ვეტერანი ბორჯღალოსნების მიმართვა და მხარდაჭერა (ვიდეო)

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
საფრანგეთში მყოფი ვეტერანი ბორჯღალოსნები შეიკრიბნენ და ირაკლი აბუსერიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ვეტერანმა მორაგბეებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "ჩვენ იმ თაობის მორაგბეები ვართ, რომლებმაც რაგბი საკუთარ ენთუზიაზმზე დავიწყეთ. აეროპორტშიც კი გვეძინა ხოლმე და თამაშებზე საკუთარი სახსრებითაც წავსულვართ, აბუსერიძე მაშინ იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ლიდერი, როდესაც ქართულმა რაგბიმ დიდი პროგრესი განიცადა და დიდ წარმატებას მიაღწია. 9 ნომერი გუნდის ღერძია და მასზეა რაგბის თამაში აწყობილი. მათ განსხვავებული ხედვები და აზრები აქვთ. არგენტინის ნაკრების ლეგენდარული 9 ნომერი აუგისტინ პიშო არგენტინის ფედერაციის პრეზიდენტი იყო და ყველა ხედავს არგენტინამ რამხელა წარმატებას მიაღწია. ბერნარდ ლაპორტი ასევე 9 ნომერი იყო და აგერ მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობს. ჰოდა, ვაცადოთ კლუბების უმრავლესობის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ პრეზიდენტს საქმის კეთება. მორაგბეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი”, – აცხადებენ ვეტერანები.

სხვა სტატიები