Belive

საფრანგეთში შეკრებაზე მყოფმა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სტად ფრანსესთან ითამაშეს

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

18-წლამდე ბორჯღალოსნები საფრანგეთში შეკრებაზე იმყოფებიან, სადაც "სტად ფრანსეს" ესპუარებთან ამხანაგური მატჩი გამართეს. მასპინძელთა ინიციატივთ, გუნდებმა არასტანდარტული, მართვადი ვარჯიში და ორი 15-წუთიანი ტაიმი გამართეს. საქართველოსწ ნაკრებმა 30 წუთში 4 ლელო დადო და ფრანგული კლუბი დაამარცხა. ჩვენი მხრიდან ლელოები თამაზ ჭამიაშვილმა, ლუკა ხორბალაძემ, შოთა ხელაძემ და ნიკა გოგუამ გაიტანეს.

გახურების შემდეგ ორი 2,5 წუთიანი ნონსტოპი გაიმართა, რომლის დროსაც თამაში არ ჩერდებოდა, არ ინიშნებოდა სტანდარტული სიტუაციები და ბურთის დაკარგვის შემთხვევაში ის მყისიერად გადაეცემოდა მოწინააღმდეგეს.  თამაშის დასრულების შემდეგ, მხარეებმა უკვე შერკინებებსა და დერეფნებში ივარჯიშეს. ვარჯიშის შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაატა მაისურაძემ ასეთი კომეტარი გააკეთა:

„დინამიური ვარჯიში გვქონდა და დიდ წნეხში გვიწევდა შეტევიდან დაცვაში, ან დაცვიდან შეტევაში გადასვლა, რაც ძალიან სასარგებლო იყო და ბევრი რამ დაგვანახა. ეს სპარინგი სასარგებლო იყო როგორც მორაგბეებისთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. მეტოქეს ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკური და სწრაფი მოთამაშეები ყავდა. ველოდით, რომ ჩვენი ბიჭები ლაღად და თავისუფლად ითამაშებდნენ. მეტოქის ძალის გათვალისწინებით, შესრულების ხარისხით სასიამოვნოდ კმაყოფილები დავრჩით. ‘სტად ფრანსეს’ ბევრი პრობლემები შევუქმენით ოფლოუდებით, ფეხით თამაშით. რა თქმა უნდა იყო შეცდომებიც, თუმცა ამ დონის გუნდთან თამაში სწორედ იმიტომ გვჭირდებოდა, რომ ხარვეზები აღმოგვეჩინა და ევროპის ჩემპიონატამდე მათ გამოსწორებაზე გვეზრუნა. გვაქვს საკმარისი დრო, რათა ყველა ეს დეტალი აღმოვფხვრათ და ოფიციალურ შეხვედრებში ის ხარისხი ვაჩვენოთ, რასაც ჩვენ და გულშემატკივრები ელიან“.

სხვა სტატიები