Belive

საქართველო 8 ერში? - ბორჯღალოსნებმა შესაძლოა იაპონია შეცვალონ

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
BBC-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები 8 ერის შემოდგომის გათამაშებაში იაპონიას ჩაანაცვლებს. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლები ჯგუფში შოტლანდიის, საფრანგეთის და იტალიის ნაკრებებთან ერთად იყვნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, მგზავრობით გამოწვეული შესაძლო საფრთხის თავიდან ასარიდებლად, ამომავალი მზის ქვეყანა ტურნირში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. როგორც წამყვანი ბრიტანული გამოცემა იუწყება, "ალუბლებს" 8 ერის გათამაშებაში "ბორჯღალოსნები" ჩაანაცვლებენ, ამ შემთხვევაში საქართველოს პირველი მეტოქე 24 ოქტომბერს, შოტლანდიის ნაკრები იქნება.

სხვა სტატიები