Belive

საქართველო რუსეთის მატჩის მსაჯთა ბრიგადა კვლავ შეიცვალა

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
პორტუგალიური Record.Pt და რუსული Rugger.Info საქართველო რუსეთის მატჩთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ. მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მატჩის მსაჯთა ბრიგადა მეორედ შეიცვალა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, "ბორჯღალოსნები" რუსეთს უმასპინძლებენ. საქართველოს და რუსეთის დაპირისპირება სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვა. "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების ჩემპიონის ტიტული ნაადრევად მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, მატჩი პრინციპულ ხასიათს ატარებს და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მე-19 შეხვედრაში შეეცდება რუსეთის დამარცხებას. დაპირისპირება 7 თებერვალს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე, 15:00 საათზე გაიმართება. უკანასკნელი ცნობების თანახმად, საქართველო რუსეთის მატჩის მთავარი არბიტრი, პორტუგალიელი პაოლო დუარტე იქნება. აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველო რუსეთის მატჩს რუმინელ მსაჯთა ბრიგადა უნდა გაძღოლოდა, თუმცა ეპიდემილოგიური ვითარების გაუარესების გამო, რუმინეთის ხელისუფლებამ მსაჯებს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. სავარაუდოდ, ეპიდვითარებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები გახდა ფრანგის არბიტრების ჩანაცვლების მიზეზიც - თავდაპირველად, საქართველო რუსეთის მატჩისთვის ფრანგებს უნდა ეხელმძღვანელათ.

“მზადება რთულ პირობებში გვიწევს. გვაქვს შეზღუდვები კოვიდ-რეგულაციებთან დაკავშირებით, პრობლემებია კლუბებთან ლეგიონერების კუთხით. პირველი თამაში ყოველთვის რთულია და ამიტომ აქცენტი იმ ბირთვზე გაკეთდება, რომელმაც „შემოდგომის ერთა თასზე“ ითამაშა. გვსურს ვნახოთ როგორ გამოავლენს გუნდი პოტენციალს შეტევაში. გარდა ამისა, წლის განმავლობაში სულ სამი აქტივობა გვაქვს და ეს პერიოდი შესათამაშებლად უნდა გამოვიყენოთ”, – აღნიშნა ლევან მაისაშვილმა.
ასევე იხილეთ: საქართველო – რუსეთი | მედია საშუალებების საყურადღებოდ

სხვა სტატიები